სტუდენტებისა და მათი მშობლების

საყურადღებოდ!


როგორც ცნობილია, საზაფხულო არდადეგების შემდეგ აგვისტო–სექტემბრის თვეში სტუდენტებისთვის გამოცხადდება მობილობა.

იმ სტუდენტებს, რომლებიც არჩევანს გააკეთებენ და გადაწყვეტენ, სწავლა განაგრძონ საქართველოს საპატრიარქოს წმინდათამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მიეცემათ უპრეცედენტო შეღავათები სწავლის ქირის გადახდაში.

ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ჩვენივე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთაც გვიჩვენა შემაშფოთებელი შედეგები: სტუდენტთა ერთი ნაწილი მიუხედავად დიდი სურვილისა, თავს ანებებს სწავლას შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობისა და სწავლების საფასურის გადაუხდელობის მიზეზით. 

გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ღირებულების მინიმალურ ზღვარს.


საბაკალავრო პროგრამები:

  1. საექთნო საქმე 
    - სწავლის ღირებულება 1000 ლარი (ნაცვლად 2200–ისა).
  2. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია 
    - სწავლის ღირებულება 1200 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
  3. საზოგადოებრივი ჯანდაცვა 
    - სწავლის ღირებულება 1200 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
  4. ფარმაცია 
    - სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
  5. ფსიქოლოგია 
    - სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).

სამაგისტრო პროგრამები:

  1. თურქეთისმცოდნეობა (რეგიონთმცოდნეობა, ქვეყნისმცოდნეობა) 
    - სწავლის ღირებულება 1500 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
  2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა 
    – სწავლისღირებულება 1500 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
  3. ფარმაციის მენეჯმენტი 
    - სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
  4. ბიოფარმაცია 
    - სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2400-ისა).

 

მისამართი: დ.უზნაძის ქ. 68.

გვენდე და გაიმარჯვებ!!!

ვიწვევთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს!

 

ყველას, ვინც კი გადაწყვეტს სწავლა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძოს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ასევე მობილობის პროგრამით ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, ელოდება არნახული სტუდენტური ცხოვრება, განუმეორებელი აკადემიური და კულტურული გარემო, შემოქმედებითი და სპორტული ინტერესების არაჩვეულებრივი ხორცშესხმა.

მომავალი სასწავლო წლიდან ისინი მიიღებენ დიდ შეღავათებს სწავლის საფასურის გადახდის მხრივ!!!

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსული სტუდენტებისთვის არსებობს ექსკლუზივური პირობები!!!

წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ სახელობით სტიპენდიებს!!!


მობრძანდით ჩვენთან!

აქ ერთი დიდი, თბილი, მზრუნველი და სიყვარულით სავსე ოჯახი გელოდებათ, უპირველეს ყოვლისა, სადაც შესანიშნავ განათლებას მიიღებთ და ვერავინ გაგიწევთ კომკურენციას ცხოვრებაში თქვენი პროფესიული კარიერის გზაზე!

გადაწყვეტილება უკვე მიიღე, თუ ცოტას კიდევ იფიქრებ... გვენდე და გაიმარჯვებ!!!

შენ გელით, ჩვენო მომავალო სტუდენტო! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!!! 

წმინდა მეფე თამარის ლოცვა გიძღოდეს მთელი შენი ცხოვრება! ამინ! 

მისამართი: დ.უზნაძის ქ. 68.

უნივერსიტეტში წერილი მოვიდა

რატომ ავირჩევდი ჩემი და ჩემი ახლობლების შვილებისა და შვილიშვილებისთვის თამარ მეფის უნივერსიტეტს... დავიწყოთ იმით, რომ თამარ მეფის უნივერსიტეტში შარვლიან გოგონებსაც შენიშნავთ და „ბოლო მოდაზე“ თმაშეჭრილ ბიჭებსაც. იმასაც შენიშნავთ, რომ თავაზიანად მოგესალმებიან და დერეფანში ადგილსაც დაგითმობენ... არც იმან გაგაკვირვოთ, აუდიტორიებიდან ზოგჯერ ხმაური თუ მოგჭრით ყურს... სამაგიეროდ, ნახეთ, როგორი სიჩუმეა ლექციებზე, ლაბორატორიული, პრაქტიკული სამუშაოებისას...

იხ. სრულად

თამარ მეფის უნივერსიტეტი ულოცავს
ბათუმურ სკოლა „გორდას“

ამა წლის15 მაისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, კანცლერი ქალბატონი ნატო ასათიანი და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სპეცილისტი ბორის ზაალიშვილი „გორდას“ ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სკოლის დირექტორის ქალბატონ ნინო მურვანიძისა და სამეურვეო საბჭოს მიწვევით. 

იხ. სრულად

მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის თემა
ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში

9 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გადაცემის „შუადღე ერთსულოვნებაზე“ პირველი სტუმარი გახლდათ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). გადაცემის წამყვანი – ია ბედოიძე, ხელმძღვანელი – ცირა ცანავა.

იხ. სრულად

უცხოელი მეცნიერის  ვიზიტი უნივერსიტეტში

4 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია  ვატიკანის პაპ იოანე–პავლე მეორის სახელობის ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის პრეზიდენტი, მონსენიორი  ლივიო მელინა. სტუმარს თან ახლდნენ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი, ეკლესიის კანცლერი მამა აკაკი ჭელიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე. 

იხ. სრულად

მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის მეორე სესია

4 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში მუშაობა გააგრძელა მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმმა თემაზე „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“. 

იხ. სრულად

მეექვსე საერთაშორისო  ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში

3 მაისს, დილის 11 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა მეექვსე თბილისური ბიოეთიკური სიმპოზიუმი თემაზე  „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.  

იხ. სრულად

ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69 და საქართველოსა
და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების
25 წლისთავი

2 მაისს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ შაბთი ცურისა და მისი მეუღლის, ქალბატონი ლეა ცურის ოფიციალური მიწვევით უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი ირინე ბიბილეიშვილი მიწვეულნი გახლდნენ ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ  მიღებაზე, რომელიც გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში. 

იხ. სრულად

ქართველი მეცნიერების სტატია თურქულ სამეცნიერო ჟურნალში

თურქეთში გამომავალ სამეცნიერო-ისტორიულ, პერიოდულ ჟურნალში “KEBİKEÇ”, გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორის ზაზა წურწუმიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ბეჟან ხორავას სტატია “ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება (მუჰაჯირობა) ”

იხ. სრულად

slogani lurjze gold