თამარიუნის რექტორი საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ახალი ამბები
  • თამარიუნის რექტორი საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში
  • საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში google.meet-ის პლატფორმაზე გაიმართა მორიგი ონლაინ შეხვედრა. ამჯერად სტუმრის სტატუსით მიწვეული გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.
    მამა ადამმა სასაუბრო თემად „იერუსალიმი და ათენი“ შეარჩია.

    ორი ქალაქის - იერუსალიმისა და ათენის - სახელით კაცობრიობა რწმენისა და ცოდნის, საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მეცნიერების, გამოცხადებისა და გონების, ეკლესიის წიაღში ჩასახული აკადემიისა და ამ წიაღიდან გამოსული უნივერსიტეტის, რაციოსა და ლოღოსის ურთიერთმიმართებებზე რეფლექსიას აღნიშნავს. ბიბლიური რწმენისა და ბერძნული აზროვნების შერწყმის საფუძველზე დასავლეთელი (ევროპელი) ადამიანი იქცა იმად, რაც ის არისა დღეს (ლეო შტრაუსი). იმისათვის, რომ საკუთარი თავი შევიმეცნოთ და მომავლისაკენ მიმავალ გაუკვალავ გზას ნათელი მოვფინოთ, უწინარეს ყოვლისა, იერუსალიმი და ათენი უნდა შევიმეცნოთ. 

    ღონისძიება მოაწყო ნიკოლოზ კუპრეიშვილის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. ორგანიზატორი - ნინა ცაცანაშვილი

     

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი