თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • ამ თემაზე გამართა ონლაინ შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, მედიცინის დოქტორმა გრიგოლ (გია) სულაბერიძემ.

    ხაზგასმით აღინიშნა, რომ კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს საფუძველზე დროის შედარებით ხანმოკლე პერიოდში ნაკლები ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით პროგრამათა ჯგუფების აკრედიტაციის საშუალება ექნებათ.  

    შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

    ▶ კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების ლოგიკის შესახებ;
    ▶ საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების წესი და პირობები (პროექტის განხილვა);
    ▶ არაკლასიფიცირებული და ინტერდისციპლინური სწავლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების შესახებ;
    ▶ სააკრედიტაციო განაცხადის თვითშეფასების კითხვარის შემუშავების სპეციფიკა და თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი;
    ▶ კლასტერული აკრედიტაციის განახლებული საფასურების დეტალები, კომპონენტები და საფასურების კლების ტენდენციები.

    ონლაინ შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი