თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • გამოვიდა მამა ადამის კიდევ ერთი ახალი წიგნი. თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის პავილიონებში მოსული წიგნის მოყვარულების ყურადღება ერთმა ულამაზესმა, მართლა გამორჩეულმა წიგნმა მიიპყრო.

    ეს გახლავთ მამა ადამის ახალი, გამომცემლობა „შემეცნების“ მიერ დაბეჭდილი „ცისა და ქვეყნის ოქროს წიგნი“ სახელწოდებით „ნიჟარების ფონოგრამები“.

    ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ თვითმყოფადი პოეტური ენით შექმნილ ლექსებსა და მოთხრობებს, რომლებიც ამქვეყნიური და ზესთასოფლიური სილამაზისა და ტკივილის შეგრძნებისა და თანაგანცდის შედეგადაა დაბადებული.

           

    მამა ადამის ლიტერატურული სამყაროს დიაპაზონი მაქსიმალურია - პირველქმნილი ბუნებრიობიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, წარსულიდან მარადისობამდე, შემოსაზღვრულობიდან უსასრულობამდე. იგი იტევს დედამიწის წყლების უღრმესი უფსკრულების საიდუმლოსაც და კოსმოსის უსაზღვრობა-შეუცნობადობასაც. ჩვენი წიგნი მკითხველს ცნობილ „ვოიაჯერს“ გაახსენებს, რომელმაც ციურ სივრცეებში დედამიწის უმშვენიერესი ბგერების ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი ფონოგრამები წაიღო.
    წიგნის რედაქტორია ბელა სარია; მხატვარი - თიკო ჟღენტი;
    კომპიუტერული გრაფიკა და დაკაბადონება ეკუთვნის დალი ჯვარშეიშვილს; კალიგრაფი გახლავთ ლეილა ბაღბაია, ხოლო ყდის დიზაინის ავტორი - ირაკლი ოქიტაშვილი.

    წიგნის გამოცემის იდეა ეკუთვნის გამომცემლობა „შემეცნების“ დირექტორს ქალბატონ ლია შალვაშვილს.

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი