moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

საქართველოს საპატრიარქოს

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის

რექტორი, კანცლერი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,

პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, შალვა ამირანაშვილის სახელობის

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორის – ჩვენი ეროვნული საგანძურის მცველის, ცნობილი

საზოგადო მოღვაწის, 

1

ელენე კავლელაშვილის

გარდაცვალების გამო

და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებს..

ათი დღე რობერტ ადართან ოცი წლის შემდეგ

atarმწერალთა სახლში გაიმართა ისრაელში მოღვაწე მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნუგზარ ჯანაშვილის წიგნის „ოცი წლის შემდეგ“ და მწერალ ნოდარ კობერიძის წიგნის – "ათი დღე რობერტ ადართან" წარდგინება. 

დაწვრილებით...

კარმელიშალვა კარმელი – 120

მწერალთა სასახლეში გაიმართა ქართველი პოეტის შალვა კარმელის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. იგი გახსნა პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა. ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი ზაალ ბოტკოველი.

დაწვრილებით...

მე&ჩვენ

me&usასეთი თემა შესთავაზა მამა ადამმა სტუდენტებს შეხვედრისთვის. ეს არ გახლდათ საჯარო ლექცია, რადგან ამ სასწავლო პროცესის სუბიექტი და აქტიური მონაწილე სწორედ თითოეული სტუდენტი იყო. ამგვარი ინტერაქციის დროს მაქსიმალურად გამოვლინდა  სტუდენტთა სხვადასხვა შეხედულებები, საკუთარი და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართების საკითხი სტუდენტებმა გაანალიზეს და შეაფასეს განსხვავებულიპოზიციებიდან, რამაც მათ მისცა მსჯელობისა და დისკუსიის საშუალება. სტუდენტებმა დასვეს სადისკუსიო საკითხები – სად იწყება და სად მთავრდება „მე“; „მე“ სიყვარულის განზომილებაში; „მე“ და საზოგადოება/ქვეყანა; როდის გვიჩნდება „ჩვენ“-ისეული განცდა და ა. შ.     

დაწვრილებით...

სიგელიქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი სასიკეთო წვლილისათვის

საქართველოდან ასულ  ებრაელთა ასოციაციამ – „ნერგი“, რომელიც ისრაელში საქმიანობს,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი სასიკეთო წვლილისათვის სამადლობელი სიგელით დააჯილოვა. მამა ადამს ჯილდო გადასცა კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ,  საქართველოს ღირსების ორდენის  და „ქორეოგრაფიის რაინდის“  ორდენების კავალერმა, ისრაელში ქართული კულტურის დიდმა ამაგდარმა, ბატონმა შოთა წვენიაშვილმა.

დაწვრილებით...

სტუმარი ფრაიბურგიდან

Freiburgთამარ მეფის უნივერსიტეტს ესტუმრა ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნაომი ჰიროე-ჰელბინგი. სტუმარს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძრვანელი პროფესორი გია სულაბერიძე, დეკანი ბორის ზაალიშვილი.

დაწვრილებით...

საქართველოს საპატრიარქოს

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის

რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,

პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები,

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ

 

ჩვენი უნივერსიტეტის კანცლერის ქალბატონ ნატო ასათიანის დედის

ვანდა გოლეთიანის

გარდაცვალების გამო

და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს,
ახლობლებსა და ნათესავებს.

პანაშვიდები გაიმართება სამშაბათს და ოთხშაბათს.

მისამართი: დიღმის მასივი, VI მიკრორაიონი, მე-16 კორპუსი, მეხუთე სართული.

გამოსვენება ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან
(ლეო ქიაჩელის ქუჩა, 51, ვერის პარკში).

იცხაკ დავითი თამარ მეფის უნივერსიტეტში

itzhacსაქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია  ვაშინგტონში მოღვაწე ქართველი ებრაელი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, პოლიტოლოგი, აკადემიკოსი იცხაკ დავითი. მასთან ერთად უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: მოსე ბოროდა – გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე  და პუბლიცისტი, ბატონი იაკობ ოფირი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  

დაწვრილებით...

შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის (თამარწმინდის) 

წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამი, იღუმენია თამარი დებითურთ,

საქართველოს საპატრიარქოს

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის

რექტორი, კანცლერი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,

პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები,

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ

 მონაზონი ელენე

ჩვენი მონასტრის წევრის – მონოზონ ელენეს

გარდაცვალების გამო

და სამძიმარს ვუცხადებთ დეკანოზ ვახტანგ სარდლიშვილს ოჯახითურთ, 

მრევლსა და მორწმუნეებს

საქართველოს საპატრიარქოს

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის

რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,

პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები

და თბილისის იოანე ღვთისმეტყველი სსახელობის ტაძრის წინამძრვარი, მღვდელმსახურები,
თანამშრომლები, სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები და მრევლი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ

shota kvernadze

ჩვენი ტაძრის სტიქაროსნის

შოთა კვერნაძის

გარდაცვალების გამო

და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის მამას – ჩვენივე ტაძრის სტიქაროსანს
დავით კვერნაძეს, მის მეუღლეს ქალბატონ თეასა და მათ შვილებს,
ახლობლებსა და ნათესავებს.

გამოსვენება ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან
(ლეო ქიაჩელის ქუჩა, 51, ვერის პარკში).

პარაკლისი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში

სწავლის დაწყებამამა ადამმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა.

სავედრებელ ლოცვას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები დაესწრნენ.

დაწვრილებით...

შთაბეჭდილებებით შაორის „მომავლის ბანაკიდან“ 

shaoriშაორის „მომავლის ბანაკი“ პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკია საქართველოში, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

დაწვრილებით...

განიხილეს საექთნო საქმის, ავადმყოფთა შინმოვლისა და პროექტ PAGEL-ის პრობლემები

freiburg

თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც განიზილეს საქართველოში საექთნო საქმის, ავადმყოფთა შინმოვლის განვითარების პრობლემები და პროექტ PAGEL-ის საორგანიზაციო საკითხები.

დაწვრილებით...

„ნოტების ოკეანე და სიტყვების ცა“

shexvedraეს სათაურად გამოტანილი სიტყვები მამა ადამის ლექსიდანაა, რომელსაც ეწოდება „ბგერები, ანუ პირველად იყო სიტყვა“. ისინი კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ–მუსიკალურ საღამოზე, რომელიც დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა პროგრამაში წარმოდგენილი იყო არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის პოეზია და პროზა და ბატონ მოსე ბოროდას (გერმანია) პროზა და მუსიკა.

დაწვრილებით...

თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი 

ადამ ვახტანგ ახალაძე 

დაჯილდოვდა

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის

საპატიო სიგელით

ქართულ–ებრაული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

diploma

რექტორი შეხვდა პირველკურსელებს

პირველკურსელებითამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე პირველკურსელებს მეოთხე სასწავლო აუდიტორიაში შეხვდა. 

დაწვრილებით...

თამარ მეფისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტების თანამშრომლობა გრძელდება

freiburgსაქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე შეხვდა ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორს პროფესორ კორნელია კილხერდორფსა და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დოქტორ ნაომი ჰიროეს.

დაწვრილებით...

mosacvevi

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

1. ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი;

2. ქრისტიანობის ისტორიის სადოქტორო პროგრამა - 3ვაკანტური ადგილი.

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის   23 სექტემბრიდან -  5 ოქტომბრის ჩათვლით 14 სთ-დან - 17 სთ-მდე.

დაწვრილებით...

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა

shaori

29 აგვისტოს   შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.

დაწვრილებით...

seminariინტერაქტიური სემინარი გერმანელ სტუდენტებთან

კონრად ადენაურის სამხრეთ კავკასიის ფონდის ოფისში არქიმანდრიტი ადამ ახალაძე შეხვდა საზღვარგარეთ გერმანელ სტუდენტთა ზაფხულის აკადემიის მსმენელებს, რომლებიც კუზანუსვერკისა და კათოლიკური აკადემიური გაცვლითი პროგრამების სტიპენდიანტებს წარმოადგენენ და 14–დან 28 სექტემბრამდე სტუმრობენ საქართველოს.

დაწვრილებით...

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold