თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

    • ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
    • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
    • საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1000 ლარი.
    • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
    • ბიოფარმაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიოეთიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1500 ლარი.
    • თურქეთისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.

    მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18 საათამდე.

    შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული:

    ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;

    ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

    სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 14 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით დეკანატში ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

    ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

    და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    საბაკალავრო პროგრამებზე:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
    • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
    • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
    • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
    • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

    სამაგისტრო პროგრამებზე:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
    • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
    • ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული გამოცდის ტესტის ტიპის განმსაზღვრელი დოკუმენტი;
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
    • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
    • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

    შენიშვნა:

    1.აღნიშნული დოკუმენტები უნდა გადმოგზავნოთ დასკანერებული პდფ ფორმატით მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
    გადმოგზავნისას მოითხოვეთ დადასტურება და დაელოდეთ პასუხს.

    2. იხილე: დანართი 1 და დანართი 2

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი