დღეს ესმა ონიანის სახელობის სტუდიამ 150-ე მსმენელს გაუღო კარი

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • დღეს ესმა ონიანის სახელობის სტუდიამ 150-ე მსმენელს გაუღო კარი
  • დღეს  ესმა ონიანის  სახელობის სტუდიამ 150-ე მსმენელს  გაუღო  კარი.

    მისი  ხელმძღვანელი, დავით  თოთიბაძე  და   მთავარი  სპეციალისტი მონაზონი  ქიონია ( მანანა  ბრეგვაძე)   დიდი  შემართებით  საქმიანობენ სტუდიის    წევრების საგანმანათლებო-შემეცნებითი  და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების  განსავითარებლად.

    სტუდიაში  შექმნილია  მიზნობრივი  საგანმანათლებლო  პროგრამები, სამუშაო  გარემო,  მატერიალური  რესურსები, რომლებიც  ემსახურება მონაწილეთა  მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების  შესატყვისი  სტანდარტების  განხორციელებას.

    სტუდიის  წევრები  ცნობილ  ხელოვანთა მენტორობით   იმაღლებენ  ცოდნასა და  გამოცდილებას  გრაფიკის,  ფერწერის, ქანდაკების ლითონდამუშავების, კერამიკის, ვიტრაჟის,მოზაიკის   მიმართულებით.

    ესმა ონიანის სტუდია  თავისი  წევრების  მონაწილეობით   ყოველწლიურად მართავს სტუდიაში  შექმნილი ნამუშევრების  გამოფენა-გაყიდვას (შესაძლებელა  შეკვეთების  მიღება), რაც  სტუდიის წევრების  ნაწილს  დაეხმარა  საკუთარი  მცირე  ბიზნესის  დაწყებაში.

    ჩვენი  უნივერსიტეტისთვის  ესმა ონიანის  სტუდიის  ჯგუფები  არის  სოციალური  მსახურების განხორციელების  შესაძლებლობა.

    სტუდია მზადაა ახალი  წევრების მისაღებად.

    მსურველებს   გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

    ტელ.:  595  318  674

     

     

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი