ბატონ რექტორს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ბატონ რექტორს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს
  • დაბადების დღე  განსაუთებული  თარიღია.  დღე,  როცა  მზის  გარშემო  კიდევ  ერთი  მოგზაურობის  დაწყბის  შესაძლებლობას  გვჩუქნის   უზენაესი.

    ისეთი  პიროვნებები, რგორიც  მამა  ადამია, სამყაროში  განსაკუთრებული  მისიით  მოდიან. მამა  ადამმა  ორი  ათული  წელია შექმნა  საქართველოს  საპატრიარქოს  წმინდა თამარ  მეფის  სახელობის უნივერსიტეტი და  ამის  შემდეგ  დაუღალავად  იღვწის, რათა აქციოს  ის  მსოფლიო  და  ქართული  კულტურის  საუკეთესო  საგანმანათლებლო-სამეცნიერო  ღირებულებების  დამკვიდრების  კერად.  ქართველთა  დიდი  დედის,  წმინდა  თამარ  მეფის  მფარველობითა და  მამა  ადამის  ხელმძღვანელობით   უნივერსიტეტში  თაობები  იზრდებიან ღმერთის,  სამშობლოს, სამოქალაქო  საზოგადოებისა და  მეცნიერების  მსახურების იდეალებით.

    არქიმანდრიტი   ადამი, ვახტანგ  ახალაძე  ათეულობით  წიგნის  ავტორია, რომელთაგან  ერთნი  სტუდენტებსა და ახალგაზრდა  მეცნიერებს სამყაროს ტრანსდისციპლინური  კვლევებისკენ უხსნიან  გზას,  მეორენი  კი  სამყაროს  ესთეტიკური  აღქმის  მხოლოდ  მისეულ, მამა  ადამისეულ   ხედვას  აზიარებენ  მკითხველს.    მამა  ადამის  ცხოვრების  საქმედ  ქცეულა  ახალი გამოწვევების  მიღება, რათა   სხვადასხვა განსაცდელთა გამკლავებით, ერთი მხრივ,  მყარი  საფუძველი  შექმნას ჩვენი  უნივერსიტეტის  განვითარებისათვის, მეორე მხრივ კი  შეინარჩუნოს   უწყვეტი კავშირი წარსულთან,  საუკკეთესო  ეროვნულ  ტრადიციებთან.

    მამა  ადამის  ნაღვაწის  გადარჩენის  საიდუმლო საქართველოსა და  ქართველი  ერის  თავგანწირულ  სიყვარულში  დევს.  ის  იდეალისტია. მეცნიერს, მწერალს, სასულიერო  მოღვაწეს,  მამას  მთელი  თავისი  უშრეტი  ენერგიით,  სიყვარულის ყოვლისმომცველი  ძალით,  ღვთისგან  ბოძებული  სიბრძნით ახალი  წარმატებებისაკენ  მიჰყავს ულამაზესი  ხომალდი  -  საქართველოს  საპატრიარქოს  წმინდა თამარ  მეფის  სახელობის უნივერსიტეტი. 

    ბატონ  რექტორს  გულითადად  ვულოცავთ  დაბადების  დღეს  და ვუსურვებთ  მრავალჟამიერ  სიცოცხლესა და  და  დაუღალავ  მოღვაწეობას ჩვენი  ქვეყნის, მეცნიერების,  ქართული  მწერლობისა და ყველა  კეთილი  ნების  ადამიანის საკეთილდღეოდ.

     

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი