ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი
შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი
ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია
აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი
წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი
ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია
მენტალური კორექციის ცენტრი
ლიტერატურული სალონი „მირკანი“
გამომცემლობა „მირკანი“
ქართული ალმანახი
აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“
წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო
მეგობართა დარბაზი
ქრისტეშობიდან მე-40 დღეს ყრმა მაცხოვრის იერუსალიმის ტაძარში მირქმა-მიგებების დღეა - მარადიულობასთან შეხვედრის საოცარი დღესასწაული!
ჩემო ძვირფასებო, მოგილოცავთ მაცხოვრის მირქმის დღესასწაულს!
მისმა მადლმა, დიდებულებამ, ღვთაებრიობამ და ზეციურობამ აგივსოთ გულები სიყვარულით, ცხოვრება – სიხარულით, ოჯახები – ღვთის წყალობით, სამშობლო – სიკეთით, მშვიდობით, სიძლიერით!
ასე მომწერეს ერთხელ: “არასდროს დამავიწყდება თქვენი ქადაგება მირქმის დღესასწაულზე რამდენიმე წლის წინ... ასეთი აღქმა ამ დღესასწაულისა ნამდვილი საოცრება იყო ჩემთვისო”. მადლობა გადავუხადე.
მოგონებებმა ჩემი განცდები გამახსენეს, როდესაც ახალმოქცეულმა წმინდა გაბრიელ ქიქოძის ქადაგება წავიკითხე მირქმაზე. თითქოს მთელი ზეცა გაიხსნა. მაშინ ვიფიქრე, აუცილებლად ავაშენებ მირქმის ტაძარს-მეთქი. ესეც ისმინა ზეცამ.
სწორედ მირქმის წირვაზე მაკურთხეს, ქადაგება წარმომეთქვა დიდ სამებაში. იგი საპატრიარქოს ტელევიზიამ ჩაიწერა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს იმეორებდნენ.
მერე მინდოდა, დამეწერა პოეტური ტექსტი მირქმაზე და იოსიფ ბროდსკის გამო არ დავწერე, იტყვიან, აი, გაიმეორაო, იდეა სხვისგან აიღოო... გადის წლები და ამ დღესასწაულის არსის თვითნაბადოქროობა უფრო და უფრო მახსენებს თავს. დღესაც ისე მიხარია! შარშან ძლივს დავამთავრე წირვის ბოლოს ტაძარში ქადაგება, იმდენი რამ იხსნებოდა, იმდენი რამ ჩნდებოდა, მოდიოდა, იღვრებოდა...
ლექსს კი მაინც დავწერ ოდესმე. ეს დღეა ამის ღირსი და ამ შთაგონების წყარო.
მირქმა კიდევ დიდებული მართალი სვიმეონის მარადიულობასთან, სიყვარულის სავალ გზასთან, ტაძრის ბინდბუნდის სინათლესთან შეხვედრის დღესასწაულია!
უნდა დავწერო დედაზე, ერთადერთზე, ზეციურ დედაზე, ვისი მშობიარობაც, მართალია, სიცივესა და სიღატაკეში, მაგრამ უმტკივნეულო იყო, ხოლო მთელი მისი ცხოვრება – გახანგრძლივებული მშობიარობა უსაშველო ტკივილებით.
უნდა დავწერო იერუსალიმის ქუჩებზე, სადაც ნაფეხურებს დატოვებს თვით ძე ღმრთისა, ტაძრის კედლებზე, რომელთაც არ უწყიან, რომ დაეცემიან, ხვალინდელ მზეზე, რომელიც აღმოხდება, რომ მზე-ქრისტე და მისი ნათელი დაადგება ახალშობილ, უკვე ორმოცდაერთი დღის ღვთაებრივ ყრმას...